„გვეამაყებით!“- ძირულის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს 
01-09-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი სწავლას, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში, გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან.

სკოლა და პედკოლექტივი, კურსდამთავრებულებს - გოჩა გელაშვილს, დავით გელაშვილს, თორნიკე ებანოიძეს და ანა თაბუკაშვილს, სიამაყით ულოცავენ მიღწეულ შედეგებს და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება ანა თაბუკაშვილს, სკოლის ოქროს მედალზე დასრულებასაც ულოცავს.

„გილოცავთ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. წარმატებებს და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ. გვეამაყებით, გვიხარიხართ და გვეიმედებით!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203