„მასწავლებლები მოსწავლეთა წარმატებას აღვნიშნავთ“- თეთრიწყაროს N2 სკოლის 11 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
01-09-2023

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

წელს სტუდენტები გახდნენ:

  1. ნერსე ვახტანგაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ​50%-იანი გრანტი;
  2. ირინა არუტინოვა - თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;
  3. ნინა ბერიანიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50%-იანი გრანტი;
  4. რიმა საგრადოვა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ვალენტინა აპროცკაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. ვერიკო ეფხოშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფასო ფაკულტეტი;
  7. ანი ვანიანი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  8. მარიამ ვარდიაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  9. თეონა ბაქუზანაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  10. ლანა ჩარკვიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  11. კარინა საგრადოვა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლასა და ბედნიერ სტუდენტობას ულოცავენ. 

სასკოლო საზოგადოების სიხარულს დირექტორის მოადგილე ლუბა პაიჭაძე გვიზიარებს. 

„შვებულებიდან დაბრუნებული მასწავლებლები მონატრების ემოციებთან ერთად ჩვენი მოსწავლეების წარმატებასაც აღვნიშნავთ.

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლიდან 11 მოსწავლე სტუდენტი გახდა, რამაც ჩვენი უსაზღვრო სიხარული გამოიწვია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მე, ლუბა პაიჭაძე, ამჟამად, დირექტორის მოადგილე ამ კლასის დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახლდით, ამიტომ ორმაგად ამაყი ვარ მათი შედეგებით. მინდა წინსვლა და წარმატებები ვუსურვო ყველა სტუდენტს მომავალი ცხოვრების გზაზე.

მადლობა ჩვენს დირექტორს ბატონ მერაბ კობახიძეს და პედაგოგიურ კოლექტივს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში მათი დიდი  წვლილი დევს“,- აღნიშნავს ლუბა პაიჭაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203