
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
წელს სტუდენტები გახდნენ:
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„სტუდენტობას ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას, უთვალავ წარმატებებს და საინტერესო მომავალს! გვინდა, გზა დავულოცოთ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.