„გვეამაყებით და გვეიმედებით“ -ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
01-09-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, მათ მიღწეულს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ცხრავე კურსდამთავრებულს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.

გისურვებთ, წარმატებებს ცხოვრებაში, გამოიყენეთ მიღებული ცოდნა, როგორც საკუთარი მიზნებისთვის, ასევე სამშობლოს კეთილ საქმეებში.

იყავით ღირსეულნი, პატივსაცემი, შემოქმედი და სამშობლოს მოყვარულნი, იყავით მისაბაძი ადამიანები სამშობლოს სიყვარულში. გვეამაყებით და გვეიმედებით“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203