სენაკის N2 სკოლის მოსწავლე თამარ ადამიამ ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლა 
01-09-2023

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე - თამარ ადამიამ ზაფხულის დღეები მეტად ნაყოფიერად გაატარა. მან სრული დაფინანსებით ისწავლა ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში.

თამარის წარმატებაში, დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნინო ჯოჯუამ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამარი მთელი ორი კვირის მანძილზე ჯგუფის ლიდერი გახლდათ და სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაც მოახერხა. 

აღსანიშნავია, რომ თამარმა, უმაღლესი ქულა დააგროვა და ჯილდოდ ფასიანი საჩუქარიც დაიმსახურა.

„შემდგომი წარმატება და წინსვლა თამარს“,- მიღწეულ წარმატებას, სასკოლო საზოგადოება დიდი სიამაყით ულოცავს მოსწავლეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203