„ვამაყობთ თქვენით!“ -  ნოღის საჯარო სკოლის სამივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
01-09-2023

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს,  2022-2023 სასწავლო წლის სამივე კურსდამთავრებული უმღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას. ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203