„ხუთიდან ხუთივე სტუდენტია!“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია, ახალგაზრდების წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„უდიდესი ბედნიერება მომანიჭეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ამ დილით.

ხუთიდან ხუთივე უკვე სტუდენტია.

  • ლინდა ცეცხლაძე- ევროპისმცოდნეობა;
  • ბექა ბოლქვაძე - 70 % გრანტი, ნავიგაციის ფაკულტეტი;
  • მუხრან კოჩალიძე- ნავიგაციის ფაკულტეტი;
  • დათო ბოლქვაძე- არქიტექტურის ფაკულტეტი;
  • გიორგი თავართქილაძე- არქიტექტურის ფაკულტეტი.

ამჯერადაც 100% შედეგი დადო განახლების საჯარო სკოლამ.

ასევე, ჩვენი სიხარული გააორმაგა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლევან იაკობაძე ჩაირიცხა ილიას უნივერსიტეტში- ბიზნეს-ადმინისტრორების ფაკულტეტზე.

გილოცავთ, ბავშვებო. ჩვენ ყოველთვის თქვენი წარმატებების მომსწრენი ვიქნებით. მადლობა, თქვენ ბედნიერების მონიჭებისათვის“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203