ყელქცეულის საჯარო სკოლის ხუთივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
01-09-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს 5 აბიტურიენტი აბარებდა. ხუთივე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ამასთან სკოლის მედალოსანმა კურსდამთავრებულმა თეიმურაზ წეველიძემ 70% -იანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203