შაუმიანის N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათგან ოთხი 100%-იანი გრანტის მფლობელია
01-09-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან, ოთხმა კურსდამთავრებულმა სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

  • მარია გევორგიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რაზმიკ კარახანიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 %-იანი გრანტი;
  • არამაის​ პარავიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გარიკ​ სარგისიანი ​- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მანველ მირაქიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 100%-იანი გრანტი;
  • ვალოდია მარტიროსიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ლიდია იგითიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 100%-იანი გრანტი;
  • ჰამლეტ ყულიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 100%-იანი გრანტი.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და სტუდენტობას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ უნივერსიტეტში ჩარიცხვას! წარმატებულ და სიახლეებით დატვირთულ სტუდენტობას ვუსურვებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203