ნადაბურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ ანი გელაშვილს სტუდენტობას ულოცავენ 
01-09-2023

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლიდან სტუდენტი გახდა ანი გელაშვილი. კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ​უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა. 

ანი გელაშვილი სწავლას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელებს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203