ბერძენაულის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
01-09-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგით ამაყობენ. 

სკოლის ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა - სალომე ახალკაცმა და გია მეარაყიშვილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სალომე ახალკაცი და გია მეარაყიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტებზე გრანტებით ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას.

აღსანიშნავია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203