ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ჯანელიძემ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა
10-05-2018

„ევროპის დღეები 2018″-ის ფარგლებში, მოსწავლეების ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა” მოეწყო. 

ხატვის კონკურსი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. 

კონკურსში თელავის, პანკისის, ონის, ამბროლაურის და ყაზბეგის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ხვანჭკარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, დავით ჯანელიძის ნახატი საუკეთესო ნამუშევრებს მოხვდა.

დავითს საჩუქრად ნოუთბუქი გადასცეს. 

გამოფენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203