ბერშუეთის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა, თეა ხუროშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
31-08-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, თეა ხუროშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში თეა ხუროშვილს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

„ბერშუეთის საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგს - თეა ხუროშვილს ვულოცავთ პროფესიულ წინსვლას. კიდევ ბევრი წარმატება მოგველოცოს. გვიმრავლოს უფალმა წარმატებული პედაგოგები...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203