ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლის - საბა მანიჟაშვილის შექმნილი ეკომეგობრული დინამიკი წარმოებაში ჩაეშვება
31-08-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა მანიჟაშვილი ახალგაზრდა გამომგონებელია. 

მოსწავლემ მეორადი პლასტმასისგან პირველი ქართული ეკომეგობრული დინამიკი „ჩასძახე“ შექმნა. გამოგონება უახლოეს მომავალში ნახევრადავტომატიზირებულ წარმოებაში ჩაეშვება.

საბას პროდუქტით უკვე დაინტერესდა ქართული ხმოვანი ასისტენტი „ერთაოზა“, რომლის კოდის ინტეგრირებაც მოხდება დინამიკში. საბას პროექტი უყურადღებოდ „ტენესთვისაც“ არ დარჩენილა. ეკომეგობრული USB კაბელის მწარმოებელმა გადაწყვიტა ახალგაზრდა გამომგონებელსა და ქართული წარმოების განვითარებას ხელი შეუწყოს.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, დინამიკის ღირებულება 200 ლარია, მაგრამ ვინც კომპანიას ჩააბარებს პლასტმასას და შეაგროვებს 10 ტენე ქოინს, უსასყიდლოდ მიიღებს დინამიკს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203