თუ ამ კონკრეტულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მაშინ ზოგადი უნარების ჩაბარება თქვენთვის გაცილებით მარტივი იქნება
როგორ უნდა იმუშაოთ ზოგადი უნარების ტესტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული დავალების შესრულების დროს? - ამ კითხვებზე პასუხებს იპოვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რუბრიკაში „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“.
ვიდეორგოლებში, ასევე, განხილულია ტესტის სტრუქტურა, დავალებათა ტიპები. აბიტურიენტები მიიღებენ კონკრეტულ რეკომენდაციებსაც.
ვიდეოების სრულად სანახავად მიჰყვით ბმულს - ზოგადი უნარები