გაიცანით, კერძო სკოლა „ანაბასისის“ წარმატებული მოსწავლე, ნუცა ბუცხრიკიძე
24-08-2023
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მერვეკლასელი ნუცა ბუცხრიკიძე მრავალმხრივ ნიჭიერია. ის სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლე არაჩვეულებრივად მღერის და უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია.
წლევანდელი წელი განსაკუთრებით შემოქმედებითი, წარმატებული და ნაყოფიერი იყო მერვეკლასელისა და მისი მუსიკის წამყვანი პედაგოგისათვის - თეა მიქაბერიძისთვის. ის წარმატებული მოსწავლის ვოკალის მასწავლებელია რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში.
მოსწავლე რესპუბლიკურ ფესტივალში - „იპოვე შენი ვარსკვლავი“ გრანპრის მფლობელი გახდა, კონკურსში - „სხვა საქართველო სად არის“ კი მეორე ადგილი დაიმსახურა.
„ნუცამ კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტზე სიმღერა „სულხან -საბას ლოცვა რომში“, იმდენად კარგად შეასრულა, რომ ბატონმა კახა ცაბაძემ და ბატონმა გურამ ჯაიანმა სიმღერის გაორკესტრებული ვარიანტი უსახსოვრეს ნორჩ შემსრულებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში ასევე გვეუბნებიან, რომ როგორც შარშანდელი სენაკის ფესტივალის გამარჯვებული, მოსწავლე წელს მიიწვიეს და იმღერა ფესტივალის გახსნაზე, რამდენიმე ვოკალისტთან ერთად კონკურსში მუსიკოსმა - ნუცა ჯანელიძემ აარჩია და მონაწილეობა მიიღო მარნეულის ფესტივალში.
ის კონცერტებზე სიმღერებს გამოჩენილ მომღერლებთან ერთად ასრულებს. მან ასევე იმღერა ზესტაფონის გუნდ „ბერმუხასთან“ ერთად და დუეტში - დათო არჩვაძესთან.
„ეს ყველაფერი ნუცასა და მისი პედაგოგის ქალბატონი თეას დიდი შრომის შედეგია! გვეამაყება და ვულოცავთ ნუცასა და მის პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს მათ შემოქმედებაში!“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა