გალავნის საჯარო სკოლის პედაგოგები მანანა მოძმანაშვილი და მაია ფეიქრიშვილი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
22-08-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში მონდომებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსსა და კონფერენციაზე აქტიურად მონაწილეობენ, რომლებშიც წარმატებას აღწევენ.

წარმატებულ პედაგოგთა მათ შორის არიან დაწყებითი კლასების პედაგოგები: მანანა მოძმანაშვილი და მაია ფეიქრიშვილი. ისინი საბაზისო 2022-2023 სასწავლო წლის 30 ივლისს განათლების პროგრამის ფარგლებში მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის (MTSS) პირველი წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე პრეზენტაციის წარდგენისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა მათ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203