კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ქართული წიგნები გადაეცათ
21-08-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენაზე 100 ახალი ქართული წიგნი გადაეცათ.

აღნიშნული აქტივობის მიზანი, სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ სოფელ კოჩიოში ქართული ენის პოპულარიზაცია იყო, ონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახლდათ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას და ამ დიდ საქმეში ლომის წილი ეკუთვნის ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ტერეზა ჩივჩიანს, ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობარსა და პარტნიორს, რომელთან ერთადაც 2020 წელს ადგილობრივ სკოლებში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

მსგავსი ღონისძიებები ქართული ენის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203