კერძო სკოლა „ანაბასისის“ ​მოსწავლეთა წარმატება საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებაში
21-08-2023
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, „ანაბასისელმა“ მე-10 კლასის მოსწავლემ - ანზორ მაღლაკელიძემ და მე-8 კლასელმა - ბარბარე კაპანაძემ შვედეთის ეკო ტრენინგცენტრის ორგანიზებულ Junior Environmental Leadership Diploma 5-ისთვის ყველა დავალება უმაღლეს ქულაზე შეასრულეს.

ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და პედაგოგთა ღვაწლი დააფასეს.

„მათი მოტივატორი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ფერაძეა! ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის!“ , - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში...  და ეს გახლავთ კიდე ერთი დასტური, რომ კერძო სკოლა „ანაბასისი“ მოსწავლეთა წარმატებას მუდამ უჭერს მხარს.

იხილეთ მოსწავლეთა ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203