ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა - მარინე ტაბატაძემ  აშშ-ში ქართული კულტურის ცენტრს უნიკალურ წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა
21-08-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე ტაბატაძე სხვადასხვა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო აქტივობაში მონდომებითაა ჩართული.

ამჯერად, ის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს მეუფე საბას (ინწკირველი) ფილადელფიის ტაძარში შეხვდა და მას, გიორგი ფერაძის სახელობის, პენსილვანიის ქართული კულტურის ცენტრისთვის, 10 წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა.

„დედაენა ყველა ემიგრანტ ბავშვს“, რომლის განხორციელება დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან სკოლის დირექტორის მარინე ტაბატაძე და „ეტალონის“ დამფუძნებლის გოჩა ტყეშელაშვილის ერთობლივი პროექტია.

„მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის!

დღეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს მეუფე საბას (ინწკირველი) შევხვდი ფილადელფიის ტაძარში. ვისაუბრეთ ქართველი ემიგრანტების საჭიროებებზე და წმინდა გიორგი ფერაძის სახელობის, პენსილვანიის ქართული კულტურის ცენტრისთვის 10 წიგნი - „პირველკლასელთა აკადემია“ გადავეცი. მეუფემ მადლობა გადაგვიხადა მე და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს საჩუქრისთვის. 15 სექტემბრისთვის ქართველი გოგო-ბიჭები შეუდგებიან დედა ენის შესწავლას. წარმატებები, ჩვენო პატარებო“, - აღნიშნავს დირექტორი - მარინე ტაბატაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203