ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა - ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა
18-08-2023
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს