აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა გურამ მარკოიძემ მენტორი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა 
17-08-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლას პროფესიონალი, სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული დირექტორი - გურამ მარკოიძე ჰყავს. 

ამჯერად, მან სტატუსი აიმაღლა და მენტორი მასწავლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურამ მარკოიძე აქტიური, მიზანდასახული, მოტივირებული დირექტორი და პედაგოგია, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლე-მასწავლებლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

დირექტორს პედკოლექტივი სტატუსის ამაღლებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„სკოლის პედკოლექტივი ულოცავს დირექტორს, ბატონ გურამს სტატუსის (მენტორი) ამაღლებას და წარმატებებს უსურვებს პედაგოგიურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203