ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში მონაწილეობენ 
17-08-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მთელი წლის, მათ შორის, ზაფხულის განმავლობაშიც, საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, ახალშენში ბანაკი 2023 მოეწყო. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ ატარებენ. აღსანიშნავია, რომ მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვთ. 

სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე სასკოლო საზოგადოებას, ბანაკში აქტიური მონაწილეობისთვის, მადლობას უხდის. 

„მადლობა ორგანიზატორებს, ანიმატორებს, ბავშვებს, მშობლებს ერთსულოვნებისთვის. ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ერთად ვართ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203