ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები NASA-ში იმყოფებოდნენ
17-08-2023
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, ორი მოსწავლე - ირაკლი ქუცნაშვილი და ალექსი კუხიანიძე NASA-ში იმყოფებოდნენ. ისინი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდის - LIGGA-ს წევრები არიან. მოსწავლეები აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში სწორედ ამ კონკურსში გამარჯვების გამო გაემგზავრნენ. 

მონაწილეებმა უწონადობის სიმულაციიის შეგრძნებისთვის, წყალქვეშა დაივინგი გამოცადეს, „ნასას“ ასტრონავტს ბილ მაკარტურს (Bill McArthur) შეხვდნენ, რომელსაც კოსმოსში 4 მოგზაურობა და ჯამში, 224 დღე აქვს გატარებული.

როგორც „პროგრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროგრამის დასასრულს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ჯილდოები საზეიმოდ გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203