„მასწავლებლის წარმატება, სკოლის წარმატებაა“- თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა ლომიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
16-08-2023
თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგმა ირმა ლომიძემ მოიპოვა. ის აქტიური, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები წარმატებას აღწევენ. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.

„ქალბატონ ირმა ლომიძეს ვულოცავთ წამყვანი პედაგოგის სტატუსს...მასწავლებლის წარმატება, სკოლის წარმატებაა“,- ამბობენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203