ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე საკუთარი ხელით შექმნილი STEAM პროექტი წარადგინეს
16-08-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში ხშირად ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ STEAM კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია იყო.

აღნიშნულ კონფერენციაზე ცუცხვათის საჯარო სკოლის STEAM კლუბის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი STEAM პროექტი წარადგინეს. კლუბი სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

„ჩვენი სკოლისათვის ეს იყო შესაძლებლობა სხვებისათვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ასევე შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მხრიდან მიეღოთ უკუკავშირი.
ცუხვათის საჯარო სკოლის STEAM კლუბი დაჯილდოვდა სათანადო სერტიფიკატით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203