შრომით მოპოვებული მენტორობა - გაიცანით ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა გიორგაძე
16-08-2023
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მენტორი მასწავლებლის სტატუსი ბიოლოგიის პედაგოგ ირმა გიორგაძეს მიენიჭა. მას ამ წარმატებას სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ. 

„მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ვულოცავთ ბიოლოგიის პედაგოგს ირმა გიორგაძეს და ვუსურვებთ ულევ სიხარულსა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203