წამყვანი მასწავლებელი რუფოთის საჯარო სკოლიდან - სულიკო კუბლაშვილს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად შეუფასდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა სულიკო კუბლაშვილმა კარიერულ წარმატებას მიაღწია.
მან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ის აქტიური, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები წარმატებას აღწევენ.
სკოლაში სულიკო კუბლაშვილს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ წამყვანის სტატუსის მიღებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელ სულიკო კუბლაშვილს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.