გაიცანით ირინე ბერაძე - ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელსაც მენტორის სტატუსი მიენიჭა
16-08-2023
რევაზ მუმლაძის სახელობის, ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე ბერაძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მისი ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად კი, ირინე ბერაძემ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მენტორის სტატუსი დაიმსახურა. 

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203