ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგებს - ნათია ჩაკვეტაძესა და ნატალია აბესაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭათ
16-08-2023
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პროფესიონალი მასწავლებლები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამის მორიგი დასტურია ერთი ფაქტი - ქართული ენისა და ლიტერატურის და მოქალაქეობის მასწავლებელს - ნათია ჩაკვეტაძეს და გეოგრაფიის მასწავლებელს - ნატალია აბესაძეს, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ საგნობრივი კომპეტენციის წარმატებით დადასტურების შემდეგ, აღნიშნულ პედაგოგებს დადებითად შეუფასდათ პრაქტიკულუ საქმიანობის ნაწილიც - პორტფოლიო.

სკოლაში პედაგოგების მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 
 
„დიდი სიხარულით და სიამაყით, ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ „ორნატში“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203