მარტვილის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულები მიიღეს
15-08-2023
აზა ადამიას სახელობის, ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამაზე კურსდამთავრებულთა მიღწევებიც მეტყველებს. 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა 34-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათ შორის 6 - გეგა გეგეჭკორი, ნიკა რევია, ლუკა კვესელავა, გიორგი ჩიხლაძე, მედეა წოწორია და ლიკა ჯაშია ოქროს, ხოლო 1 - ლიზი ცაავა ვერცხლის მედლის კანდიდატია. 

კურსდამთავრებულებმა სკოლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც ასახელეს. კერძოდ, გიორგი ჩიხლაძემ და  საბა ახალაიამ ინგლისურ ენაში უმაღლესი - 70, ხოლო ნანუკა გარსევანიშვილმა 69 ქულა მიიღო. მათი პედაგოგი მზისა ცანავაა. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203