პატარა სამსარის საჯარო სკოლის დირექტორმა ანაიტ ლაგზიანმა სომხურ ენაში საგნობრივი კომპეტენცია 10 კრედიტქულაზე დაადასტურა
15-08-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლას პროფესიონალი და მოტივირებული დირექტორი - ანაიტ ლაგზიანი ჰყავს, რომელიც როგორც სასკოლო საზოგადოების - მოსწავლეებისა და პედაგოგების, ისე საკუთარ განვითარებაზეც აქტიურად ზრუნავს.
ფაქტია, ქალბატონი ანაიტის ხელმძღვანელობით, სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია. ახლახან კი, თვითგანვითრებაზე მუდმივად მზრუნველმა დირექტორმა სომხურ ენაში უფროსი მასწავლებლის გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა და 10 კრედიტქულა მოიპოვა.
სკოლაში დირექტორის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა