ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადეს
14-08-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული და საინტერესო ღონისძიება ეწყობა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გალქტიონმა (ფიფია) ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ფიფიას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, მადლობა გადაუხადეს ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგს, ლელა ლაცუზბაიას, ფოლკლორის, ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო ტრადიციული გალობის გუნდის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ლატარიას და ჭადრაკის პედაგოგს ზურიკო სამუშიას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა