ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგი დაჯილდოვდა
14-08-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმესა და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზი გალაქტიონის (ფიფია) ლოცვა-კურთხევით, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ, სამრევლო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება ჩატარდა.
მოეწყო მოსწავლე-ახალგაზრდების ნახატებისა და ხატწერის ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა.
ღონისძიების ბოლოს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მადლობის სიგელით ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგი ლელა ლაცუზბაია დაჯილდოვდა.
როგორც განათლებისა და კულტურის ცენტრში ამბობენ, მასწავლებელი მომავალ თაობას ქართული ხელოვნების ტრადიციებს პროფესიონალური ოსტატობითა და გულისხმიერებით გადასცემს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა