
სენაკის N7 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეექვსეკლასელი ნია მალანია, რომელიც TOEFL -ის ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია. ნია მალანიამ ორი კვირა გაატარა ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნია მალანია დრო მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარა და ჩართული იყო საზაფხულო სკოლის შეთავაზებულ ყველა აქტივობაში.
მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი გურანდა ვახანია გახლავთ, რომელიც მოწაფის წარმატებით ამაყობს.
აღსანიშნავია, რომ სენაკის N7 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: