მარელისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების ბანაკი მოეწყო
10-08-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარელისი კარვების ბანაკს მასპინძლობს. 

ბანაკი მარელისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა მოწყობილი და მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 

ბანაკმა ახალგაზრდების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. ბავშვები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და შემეცნებას არც არდადეგებზე წყვეტენ. 

ულამაზესი გარემო, ბუნების მრავალფეროვნება, სუფთა ჰაერი და კამკამა წყალი ახალგაზრდებს ლამაზ და დასამახსოვრებელ დღეებს ჩუქნის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203