„გვეამაყები!“ - ჩხარის N1 სკოლის კურსდამთავრებულმა, სერგი არაბიძემ ეროვნულ გამოცდაზე, მათემატიკაში უმაღლესი ქულა მოიპოვა
10-08-2023

Naec-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ. 

წელს, გამოცდებზე სკოლა სერგი არაბიძემ ასახელა. კურსდამთავრებულმა მათემატიკაში უმაღლესი ქულა მოიპოვა. 

საამაყო შედეგი სკოლაში ახარებთ და მას სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

„ჩხარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ სერგი არაბიძეს ვულოცავთ მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულის - 51-დან 51-ის მიღებას. გვეამაყები სერგი, დიდ წარმატებებს გისურვებთ მომავალში!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203