კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგ თამთა მამრიკიშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა
10-08-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, თამთა მამრიკიშვილმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში თამთა მამრიკიშვილს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის მინიჭებას ულოცავენ.

„კვახჭირის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ თამთა მამრიკიშვილს მენტორის სტატუსს.. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს..“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203