როგორ იცვლებოდა პედაგოგების რაოდენობა საჯარო და კერძო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წლიდან დღემდე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საჯარო და კერძო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წელს მასწავლებელთა რაოდენობა
67 000 იყო.
ანალოგიური მაჩვენებლი დაფიქსირდა
2014-2015 სასწავლო წელს.
საქსტატის ინფორმაციით, მასწავლებლების რაოდენობა
2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წელს მცირდება. კერძოდ,
2015-2016 სასწავლო წელს პედაგოგების რაოდენობა სკოლებში წინა წლებთან შედარებით
1000-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გრძელდება
2016-2017 სასწავლო წელსაც და მასწავლებლების რაოდენობა კიდევ
1000-ით იკლებს. 2017-2018 სასწავლო წელს პედაგოგების რაოდენობა ისევ უტოლდება 2013-2014 სასწავლო წლის მაჩვენებელს და
67 000 ხდება.
