ელიტურ სკოლა „გორდასა“ და ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ პროფესიონალთა გუნდს ახალი წევრი შეემატა
10-08-2023

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“ და ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზი“ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. 

სკოლების პროფესიონალთა გუნდს ახალი წევრი შეემატა. 

სიახლეს ელიტური სკოლა „გორდა“ ავრცელებს. 

„სექტემბრიდან, „გორდასა“ და ჩვენს მეგობარ სკოლა „ფარნავაზში“, კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებს  „ახალი განათლების“ ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საწირის ბაზის განათლების კოორდინატორი, პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული სასწავლოგეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი, ბლოგერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი.

მადლობა, ბატონ როლანდს ურთიერთთანამშრომლობის სურვილისთვის! გვაქვს საინტერესო ხედვები, განსხვავებული იდეები, რუდუნებით საკეთები საქმე და შედეგზე ორიენტირებული მოლოდინები!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203