საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ 
10-08-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გრანდიოზულ ფინალზე წარდგნენ. სკოლა მოსწავლეებმა საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინეს და ქართული კულტურის საერთაშორისო ელჩის წოდება დაიმსახურეს.

ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  • ზუკა ბრეგვაძე;
  • თეკლა გასვიანი;
  • ქრისტინე კობახიძე;
  • ლიზი რეხვიაშვილი;
  • დემეტრე ავქოფაშვილი;
  • ნატალია ალიევა;
  • ანასტასია ალიევა;
  • ნიკოლოზ ტოფაძე;
  • მარიამ ჩარკვიანი;
  • მარიამ ურუმაშვილი;
  • ლუკა შაინიძე;
  • ანა ქველაძე;
  • გიორგი მანაგაძე;
  • მარიამ უგრეხელიძე.

ასევე დაჯილდოვდნენ ღირსეული შვილების აღზრდისთვის დელეგატთა მშობლები და პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგი ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე.

„პროექტის მონაწილეებს ვულოცავთ, ქართული კულტურის საერთაშორისო ელჩის - „აიელი რაინდის“ ტიტულის მიღებას, ღირსეულად გეტარებინოთ ეს სტატუსი. უდიდესი მადლობა, კონფერენციის სულისჩამდგმელს - ლიანა გოგრიჭინი-ჯიქიას, ეკა კარტოზიას მთელ საორგანიზაციო ჯგუფს. მადლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტმენტს...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203