ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია ჟვანიამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
09-08-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე დროს ინგლისური ენის პედაგოგი მზია ჟვანია პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 

მზია ჟვანიამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში დირექტორის წარმატება ახარებთ და მასწავლებლის სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, eSchool-ის ბაზაში სტატუსი უკვე აესახა.

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203