„მადლობა, ყველას, ვისაც ჩემი გჯეროდათ!“ - ხამისქურის საჯარო სკოლის აბიტურიენტის მადლობის წერილი სკოლასა და პედაგოგებს
09-08-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერს აკეთებენ, შესაბამისად, მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ და მათი მიღწევებით ამაყობენ.

პედაგოგთა შრომას აფასებენ მოსწავლეებიც. ერთ-ერთი ნიკა კუკავაა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებული მადლობის წერილს ავრცელებს, სკოლასა და პედაგოგებს მადლობას უხდის და მათ ღვაწლს აღნიშნავს. 

„მადლობა ყველას, ვინც ჩემს ჩამოყალიბებასა და განათლებაში მიიღო მონაწილეობა. უღრმესი მადლობა მინდა გადავიხადო ხამისქურის საჯარო სკოლას და თითოეულ პედაგოგს ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის. (ასევე, უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს დამრიგებელს, ქალბატონ ნათელა დანელიასა და სკოლის დირექტორს, მზიკო ჟვანიას).

განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო სამ ადამიანს.

ქალბატონ ნანა ლომაიას, რომელმაც დამაოსტატა ლიტერატურულ ხელოვნებაში და გადმომცა დიდი ცოდნა. მისი გამოცდილება და ოსტატობა ძალიან დამეხმარა ამ დიდი გზის გავლაში.

ქალბატონმა ზეინაბმა კი ნამდვილად ურთულესი გზა განვლო ამ რვა თვის განმავლობაში. მისმა დაუღალავმა შრომამ შეძლო და ინგლისურ ენაში საკმაოდ მაღალი ქულა მიმაღებინა.

ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს ქალბატონ შორენა ტურავას, რომელიც სწავლის პროცესში იჩენდა დიდ მზრუნველობასა და სიყვარულს ჩემს მიმართ, მინდა, ასევე, უღრმესი მადლობა გადავუხადო ისტორიის დიდ სარბიელზე მისმა დაუღალავმა შრომამ და დიდძალმა გამოცდილებამ მოახერხა, რომ ეს საგანი კარგად ავითვისე.

მადლობა ყველას ვისაც ჩემი გჯეროდათ! ვინც გვერდში მედექით და მამხნევებდით. წინ, დიდი მიზნებისკენ!“,- წერს ნიკა კუკავა.

ხამისქურის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულშემატკივრობენ და მათ აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან. ნიკა კუკავას სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას და დიდი წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ Naec-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203