პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაკეთი წიგნების კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-08-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოწაფეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და სხვადასხვა კონკურსებში წარმატებას აღწევენ.

მათ შორის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ გორის კულტურის სახლის მიერ გამოცხადებულ ხელნაკეთი წიგნების კონკურსში და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეები -  ვერიკო ბერიანიძე, ირაკლი ფალელაშვილი, ბარბარე მარღიშვილი, ზუკა ჯაფიაშვილი, ედი მურადაშვილი, მარიამ შავდათუაშვილი და ნინი მურდაშვილი კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. 

მოსწავლეთა პედაგოგი ირმა რობაქიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები ყოველთვის წახალისებულია, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203