დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ სალომე ადაძეს ეროვნულ გამოცდაზე მიღწეულ შედეგს ულოცავენ
08-08-2023

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სხვადასხვა საგანში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ, მათი მიღწეული შედეგებით კი ამაყობენ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე ადაძემ დაამთავრა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი 70-ქულიდან 65 მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეს სასურველი შედეგის მიღებას ულოცავენ და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულს - სალომე ადაძეს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,  ლიტერატურაში მაქსიმალური 70-ქულიდან 65 ქულა მიიღო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203