საგანმანათლებლო თამაშით დაგვირგვინებული სასწავლო წელი და პატარა ინტელექტუალები დედოფლისწყაროს N2 სკოლიდან
08-08-2023

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს გამართული ინტელექტუალური თამაში. 

აკადემიური წლის დასრულებისას სკოლის მე-5 და მე-6 კლასების გუნდები ერთმანეთს კონკურსში - რა? სად? როდის? დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ამ ყველაფერში კი, ბავშვებთან ერთად, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი კლასის დამრიგებლის ნათია პოპიაშვილის დიდი დამსახურებაა, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში უამრავ საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებდა, მოსწავლეების შინაგანი მოტივაციისთვის, სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„მომავალი განათლებაშია!“,- ერთხმად აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203