ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის - გიორგი ბიძინაშვილის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
08-08-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

მოსწავლეთა წარმატება კი სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-11 კლასის მოსწავლის - გიორგი ბიძინაშვილის წარმატება სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსში „დიდგორელი“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსი „დიდგორელი“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების ფაქტობრივ ცოდნას, არამედ წარსულის ღრმად გააზრებასა და მოსწავლეებში შემეცნებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას. 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ბიძინაშვილი, რომელმაც პროექტის ფარგლებში წარმატებით იასპარეზა და ფინალურ ტურში გადავიდა.

პროექტის დაჯილდოება გაიმართა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მოსწავლეებსა და მათი საგნის მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის სახელით ვულოცავთ გიორგის, მისი საგნის მასწავლებელს - ნინო კაპანაძესა და მთლიან კოლექტივს ამ წარმატებას. ძალიან გვიხარია ჩვენი მოსწავლეების ასეთი მოტივაცია და მივესალმებით თითოეულის წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203