NAEC მასწავლებელთა გამოცდების შედეგებზე - „შეიძლება ხვალაც იყოს...“
08-08-2023

დღეს, აბიტურიენტებისთვის გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო. მასწავლებლები კი  მოუთმენლად ელიან გამოცდების პირველად შედეგებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შედეგების გამოქვეყნების სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით, Etaloni.ge-მ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს მიმართა.

უწყების განმარტებით, ჯერ მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება, როცა პროცედურა ყველა საგანში დასრულდება,  შემდეგ გამოქვეყნდება პირველადი შედეგები. 

„მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება. ყველა ნამუშევრის გასწორების შემდეგ, დაიდება შედეგები, ზუსტი ვადები არ არის ცნობილი, შესაძლოა ხვალაც გამოქვეყნდეს...“ - გვითხრეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203