„საოცრად ნაცრისფერი დღეები უდგას საქართველოს“ - ჭალის თემის N2 სკოლა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს
დღეს, საქართველოში გლოვის დღეა. შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში.
სკოლაში დაღუპულთა ოჯახებსა და მთელ საქართველოს უსამძიმრებენ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.
„საოცრად ნაცრისფერი დღეები აქვს საქართველოს...უცნაური სიკვდილის ფერი...განა არის ტრაგედია, რომელიც ფერადია??? არა, მაგრამ ყველა ტრაგედიას ხომ თავისი ფერი აქვს...
შოვი...
საოცრად ლამაზი სამოთხე დედამიწაზე, მალევე ჯოჯოხეთი გახდა...
...
იმ ღამეს წვიმდა...
მთვარე ესვენა მთებზე, მზისფერი...
წვიმის წვეთები სტიროდნენ მთვარეს,
წვიმასთან ერთად ვჭირისუფლობდი...
პატარა ბიჭი მორბოდა მთიდან...
პეშვით მოჰქონდა, წყალი იმედის,
ეძახდა დედას ჩუმი ვედრებით,
ეძებდა დედიი, დედი მოვედი...
ფეხი წამოჰკრა ქვაზე, დაეცა...
დედი სადა ხარ? დედი გეძებდი...
დედის მანდილი ქარს შორს წაეღო,
ცისკენ აღეპყრო ლოცვით ხელები...
მთების გმინვისას
ცა განაცრისფრდა და შეეცვალა მანდილს ფერები...
პატარა გოგოც მთებში დარბოდა...
დედი ჩვენ აქ ვართ, შორს რად წახვედი?
წყალი მოგვქონდა შენთვის იმედის,
სადა ხარ დედი, სად ხარ, გეძებდით....
დედა შორს იყო...
შვილებს ეძებდა,
ვერ გაეგონა მათი ბგერები...
იმ ღამეს წვიმდა..
საოცრად წვიმდა...
მთვარე ესვენა...
ვჭირისუფლობდი...
ვჭირისუფლობდი უცნობის შვილებს,
ვთხოვდი სამყაროს შეცვლას ბედისა,
არ შეისმინეს მთებმა ვედრება
ცას შეერია გმინვა დედისა...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლა უსამძიმრებს საქართველოს ამ დიდ დანაკლისს... გაუსაძლისის გაძლება გარდაცვლილთა ოჯახებს... “,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.