ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე დალაქიშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია
07-08-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

სკოლას 2022-2023 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს.

 საბაზო საფეხური წარჩინებით ეკატერინე დალაქიშვილმა დაამთავრა. ის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203